LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარმადეპოში თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები უკვე ხელმისაწვდომია

387
Untitled-1-2

საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. საქართველოში ფარმაცევტულ კომპანიებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, მოახდინონ მედიკამენტების იმპორტი თურქეთიდან. ფარმადეპო არის პირველი კომპანია, რომელმაც მოკლე დროში შემოიტანა თურქული მედიკამენტები და შესთავაზა მოქალაქეებს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში ამ ქვეყნისთვის განკუთვნილი მედიკამენტები, გამომდინარე თურქული საკანონმდებლო ბაზიდან და სპეციფიკიდან არის მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომი. სწორედ თურქული ბაზრისთვის გათვლილი მედიკამენტების შემოტანა გახდა შესაძლებელი საქართველოშიც. ფარმადეპომ პირველმა მოახდინა ამ მედიკამენტების იმპორტი და ხელმისაწვდომი გახადა საქართველოს მოსახლეობისთვის.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფარმადეპო წლებია ბაზარზე სტაბილურად დაბალ ფასს სთავაზობს თავის მომხმარებელს. გამარტივებული იმპორტის ფარგლებში, ფარმადეპოს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ განსაკუთრებულ ფასად შესთავაზოს მომხმარებელს თურქული ბაზრისთვის გათვლილი მედიკამენტები, რომ კიდევ უფრო დიდი დანაზოგის გაკეთება იყოს მოსახლეობისთვის შესაძლებელი.

„ჩვენ მყისიერად დავიწყეთ მოლაპარაკება თურქეთის მხარესთან და გვეამაყება, რომ ვართ პირველები ბაზარზე, ვინც მომხმარებელს ამ შესაძლებლობას სთავაზობს. ჩვენ ეტაპობრივად ვახორციელებთ მედიკამენტების შემოტანასა და მიწოდებას მომხმარებლებისთვის. უკვე დღეიდან ფარმადეპოში ხელმისაწვდომია 31 დასახელების მედიკამენტი, ჯერჯერობით 10 აფთიაქში მთელი საქართველოს მასშტაბით – როგორც თბილისში, ასევე – რეგიონებში – ქუთაისი, ბათუმი, გორი, თელავი, ზუგდიდი. აქტიურად ვმუშაობთ, რომ უმოკლეს ვადებში შევძლოთ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების კიდევ უფრო გაშლა ჩვენს ქსელში, კიდევ უფრო დიდი ნაშთების შემოტანა თურქეთიდან, რომ რაც შეიძლება მეტი მომხმარებლისთვის გავხადოთ ეს კონკრეტული მედიკამენტები ხელმისაწვდომი. აქვე აღვნიშნავთ, რომ გვაქვს მოლაპარაკებები თურქ პარტნიორებთან, რომ პროდუქციის ასორტიმენტი კიდევ უფრო გაფართოვდეს და მეტი დასახელების წამალს მოიცავდეს”, – აცხადებენ ფარმადეპოში.

მათივე ცნობით, დღეიდან, ფარმადეპოს 10 აფთიაქში თურქეთიდან იმპორტირებული 31 დასახელების მედიკამენტია ხელმისაწვდომი. ეს მედიკამენტებია:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g