LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფარული ვნება 2“ და ხუანის მემკვიდრეები  – გაიცანით ახალი ძმები რეიესები

2376
faruli-vneba

სერიალის „ფარული ვნება“ მეორე სეზონის გამოსვლიდან დღემდე, არ წყდება სერიალის გულშემატკივართა კომენტარები. სერიალის გაგრძელება რეიტინგული გამოდგა და „ტელმუნდო“ სექტემბერში ოფიციალურად იტყვის, გააგრძელებს თუ არა სერიალს მესამე სეზონზე. ამ სეზონში სიუჟეტი ძმები რეიესებისა და მათი მემკვიდრეების გარშემო განვითარდა. ყველზე პოპულარული გამოდგა ხუან რეიესის ოჯახი, სადაც ასპარეზზე ხუანისა და ნორმას სამი ვაჟი გამოჩნდა. განსაკუთრებული გარეგნობა, სასიყვარულო ინტრიგები და რეისების ხასიათი – ამ შტრიხებმა ახალი თაობის მსახიობები უფრო პოპულარული გახადა

„ფარული ვნების“ მეორე სეზონში ყველა მსახიობი დაბრუნდა, ვინც პირველი სეზონიდან გაიცნო მაყურებელმა. მათ შორის მარიო ჩიმარო, დანა გარსია, ხუან ალფონსო ბატისტა, ნატაშა კლაუსი, პაოლო რეი და მიჩელ ბრაუნი. ახალი ძმები რეიესები ეკრანზე ბერნანდო ფლორესმა, ხუან მანუელ რესტრეპომ და სებასტიან ოსორიომ განასახიერეს, მათ სერიალში ხუან რეისისა და ნორმა ელიზონდოს შვილების როლები შეასრულეს.

„ფარული ვნება“ ბრუნდება, ნახეთ „თიზერი“ – „ტელემუნდო“ წარმოგიდგენთ

ახალი კოლუმბიური სერიალი „ფარული ვნების“ ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელიც სატელევიზიო რეიტინგების აფეთქებას გვპირდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები