LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი კოლუმბიური სერიალი „ფარული ვნების“ ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელიც სატელევიზიო რეიტინგების აფეთქებას გვპირდება

384
0fcb96ca39

ცოტა ხნის წინ კომპანია „ნეტფლიქსმა“ ახალი კოლუმბიური სერიალის თრილერი გამოუშვა, რომელსაც მაყურებელი დიდი ხანია ელის. საუბარია სერიაზე „პალპიტო“, რომელიც სთრიმინგ-პლატფორმაზე 20 აპრილს გამოვა და როგორც ვარაუდობენ, ბოლო ათწლეულის ყველაზე ხმაურიანი პროექტიც გახდება.

ვიდეო: „ფარული ვნება“ „ნეტფლიქსმა” იყიდა – ნახეთ ახალი „თრეილერი“ და დეტალები 

სერიალში მთავარ როლებს ლათინოამერიკული სერიალების ვარსკვლავები, მიშელ ბრაუნი, ანა ლუსია დომინგესი, სებატსიან მარტინესი და მარგარიტა მუნიოსი ასრულებენ. საინტერესოა, რომ მიშელ ბარუნისა და ანა ლუსია დომინგესისთვის ეს სერიალი „ფარული ვნების“ მეორე სეზონის გადაღებებს დაემთხვა, რის გამოც ბრაუნი „ფარული ვნების“ გადაღებებს გვიან შეუერთდა. ანა ლუსია დომინგესმა კი, პროექტში მონაწილეობა ვერ მოახერხა.

ფოტო: ფრანკო რეიესი „ფარულ ვნებაში“ ბრუნდება? – მიშელ ბრაუნის ინტერვიუ 

სერიალის გმირი ახალგაზრდა ქალი კამილაა, რომელსაც საკუთარი ქორწილის დღეს გული გაუჩერდება. კამილას საქმრო ყველა გზით ცდილობს მალე იპოვოს დონორი, გულის გადანერგვისთვის და ამის გამო ის სპეციალურ გუნდს ქმნის. დამნაშავეთა ჯგუფის წევრები, რომლებიც თავს პოლიციელებად ასაღებენ, გადაწყვეტენ მოკლან სერიალის კიდევ ერთი გმირი, ვალერია, რომლის გულიც კამილას უნდა გადაუნერგონ. მიშელ ბრაუნი სწორედ ვალერიას ქმრის როლში გვევლინება, რომელიც ამ დანაშაულებრივი სქემის გახსნასა და  შურისძიებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები