LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფასანაურში მოსახლეობასა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

69

ფასანაურში, ხანდოს ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებს. მოსახლეობა დღეს იმ ადგილზე მისვლას ცდილობდა, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა უნდა მოხდეს. ისინი მშენებლობის ადგილიდან ტექნიკის გამოყვანას ითხოვდნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ფასანაურში გზა გადაკეტეს, რა დროსაც  მოქალაქეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილე 6 პირი დააკავა. შსს სამინისტროს ინფორმაციით დაკავების მიზეზი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები