LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფაშისტური ბულინგის გაძლება არ უღირდათ“ – კობახიძე „ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე

138
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ ხუთი დეპუტატის მიერ პარლამენტის დატოვებას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „მათ ფაშისტური ბულინგის გაძლება არ უღირდათ“.

„პარლამენტი ხუთმა დეპუტატმა დატოვა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ, უბრალოდ, ფაშისტური ბულინგის გაძლება არ უღირდათ. უბრალოდ არ უღირდათ, ადამიანური ამბავია.

ამ ყველაფრის გვესმის. ისინი ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები იყვნენ, რჩებიან ჩვენი გუნდის ღირსეულ წევრებად, უბრალოდ, მათ არ უღირდათ პარლამენტში დარჩენა ასეთი ფაშისტური ბულინგის პირობებში, რასაც ვხედავდით“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, დეპუტატების წასვლის შესახებ ინფორმაცია ე.წ. „გავლენის აგენტების“ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ გავრცელდა.

„მანდატს დავტოვებ და გამოვალ პარლამენტიდან” – ვლადიმერ ჩაჩიბაია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g