ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავის აღსანიშნავად დღეს ქვეყნის მასშტაბით ღონისძიებებია დაგეგმილი.
გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები უცნობი ჯარისკაცის საფლავს ვაკის პარკში ყვავილებით შეამკობს, შემდეგ კი ვეტერანებთან ერთად დაათვალიერებს ფოტოგამოფენას, რომელიც მეორე მსოფლიო ომს ასახავს. დღესვე კვირიკაშვილი ვეტერანებს სადღესასწაულო სადილზე უმასპინძლებს.
ამასთან, პრემიერის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გადაეცემათ 600 ლარიანი დახმარება, ხოლო მარჩენალდაკარგული ოჯახები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.
