„ევროპული საქართველოდან“ წასული პოლიტიკოსები ახალ პარტიას აფუძნებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
პარტიის სახელწოდება „ფედერალისტები“ იქნება და მისი პარტიის პრეზენტაცია, ხვალ, 19:00 საათზე გაიმართება.
როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, ყრილობა სექტემბერში ჩატარდება და სწორედ ამ პერიოდში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, რა ფორმით მიიღებს ახალი პარტია არჩევნებში მონაწილეობას.
„მეგობრებო, ამ არჩევნებში „ქართული ოცნების“ (შეცდომების) და ქართველი ხალხის იმედი მაქვს, მაინც შეგახსენებთ.
ოპოზიციის იმედი არ მაქვს. და თუ რეჟიმი იცვლება, ჩვენ ახალი ბრენდითაც კი გადავლახავთ ბარიერს – სექტემბერში მივხვდებით ამას.
1. უახლოეს დღეებში გავაკეთებთ პარტიის დაფუძნების განაცხადს – გაცხადდება სახელი, პრინციპები, გუნდი, ლოგო.
2. სექტემბერში იქნება დამფუძნებელი ყრილობა.
3. სექტემბერშივე შეიტყობთ, რა ფორმით ვმონაწილეობთ არჩევნებში”. – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ამასთან, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა განმარტა, რატომ დააქვეს პოლიტიკური გაეთიანებას „ფედერალიზმი“:
“ის, რომ ადამიანების, ბავშვების სიცოცხლეს ამ ქვეყანაში ფასი არ აქვს, სისტემური პრობლემაა. მიგვაჩნია რომ ამ პრობლემის გასაღებია ფედერალიზმი. ფედერალიზმი ევროპული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ბუნებრივი წყობაა.
ცენტრალიზებული, თავკომბალა სახელმწიფო რუსეთის მიერაა თავსმოხვეული და სანამ ამ ძალმომრეობითი სისტემისგან თავს არ დავიხსნით და რადიკალურ დეცენტრალიზაციას არ მოვახდენთ, შინ – ევროპაში, დასავლურ ცივილიზაციაში ვერ დავბრუნდებით.
ფედერალიზმი მხოლოდ ტერიტორიული მოწყობა არ არის, ის ძალაუფლების გაწონასწორების და შეკავების საუკეთესო სისტემაა – ასეთ სისტემაში თავს ვერავინ გავა.
გიგა ბოკერია „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს: „ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში და ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში“
დღეს გამართულ ბრიფინგზე ბოკერიამ თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი პარტიაში უთანხმოება პრაიმერიზის ჩატარების წესმა გამოიწვია.
დეცენტრალიზებულ სისტემაში პოლიტიკოსებს, უმცირეს დონეზეც კი, წონას ანიჭებენ საქართველოს მოქალაქეები, მათი სამსახური სჭირდებათ პოლიტიკოსებს ასარჩევად და არა ბელადებისთვის და ოლიგარქებისთვის მიძღვნილი ქათინაურები.
ერთი სიტყვით – ჩვენი ეროვნული და ინდივიდუალური პრობლემების გასაღებია ფედერალიზმი, ასე დავბრუნდებით შინ ევროპაში და ამიტომ დავირქვით“. – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ევროპულ საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ პარტია პირველ აგვისტოს, პარტიის წევრების გარკვეული ნაწილთან, მათ შორის, თამარ ჩერგოლეიშვილთან ერთად დატოვა.
ბოკერიას თქმით, პარტიის შიდა პრაიმერიზმა გუნდში დაპირისპირება გამოიწვია. მისი განმარტებით, პარტიის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე მისი, როგორც თავმჯდომარის, პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით.