სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს. „ფეისბუკი“ და „ინსტაგრამი“ „ლაიქების“ დამალვის ფუნქციას ამატებს.
სოციალური ქსელი საშუალებას მოგვცემს „ლაიქების“ რაოდენობა ნებისმიერ პოსტზე უხილავად ვაქციოთ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფუნქციას 2019 წლიდან ტესტავდნენ.
კომპანიის თქმით, მოწონებების დამალვა ქსელს ნაკლებად სტრესულ ადგილად აქცევს.