LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფეისბუქ“-მომხმარებლები „შენელებული დროის სინდრომით“ არიან დაავადებული

84

„ფეისბუქი”-ს მომხმარებლები „შენელებული დროის სინდრომით“ არიან დაავადებული. ასეთი დასკვნა ამერიკელმა სპეციალისტებმა კომპლექსური დაკვირვებების შემდეგ მიიღეს.

მათ აღმოაჩინეს ახალი სიმპტომი, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ სოცქსელებიდან მიღებული ინფორმაციის უწყვეტი რეჟიმი ადამიანს დროის შეგრძნებას აკარგვინებს. ასეთი თავისებურება ახასიათებს ყველა იმ ადამიანს, ვინც რაიმე მნიშვნელოვანი საქმითაა დაკავებული.

მედიკოსები ირწმუნებიან, რომ საინფორმაციო პორტალთა უმრავლესობა ადამიანის ფსიქიკური მახასიათებლების გათვალისწინებით მუშაობს. შესაბამისად, აქტიური „ფეისბუქ” მომხმარებლები „სიახლეებს“ ვერ წყდებიან და „შენელებული დროის სინდრომი“ აწუხებთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g