„ფეისბუქი“ ჭკვიანი საათის შექმნაზე მუშაობს, რომელიც მიმოწერის საშუალებას მოგვცემს. ახალი მოწყობილობა „ანდროიდზე“ დაფუძნებულ ოპერაციულ სისტემაზე იმუშავებს. ჭკვიან საათს მიმოწერის ფუნქციასთან ერთად, ჯანმრთელობასთან და ფიტნესთან დაკავშირებული მომსახურებებიც ექნება.
კომპანიის ცნობით, ახალი საათის გაყიდვაში გამოსვლა მომავალი წლიდან იგეგმება.