LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფეისბუქის” პატრონს, თუ ვინც არის, ვურჩევ ორმხრივად იმოქმედოს – კარლო კოპალინი

290
uuu

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალინი ,,ფეისბუქის” მიერ ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ასობით გვერდის და ანგარიშის გაუქმებას ეხმაურება. როგორც კოპალიანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, ეს ,,ქართულ ოცნებასთან” საბრძოლველი ერთ-ერთი ხერხია.

,,დამისახელეთ, რომელიმე ჯგუფი, რომელიც “ფეისბუქმა” გააუქმა და რომელზეც დამტკიცდა, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებდა. თუ მსგავსი რამ იყო, ვეთანხმები, რომ უნდა გაუქმდეს, მაგრამ ეს გაუქმება უნდა მოხდეს ორმხრივად. როდესაც პროდასავლურობაზე გაქვს პრეტენზია და უზარმაზარ ოპოზიციურ გაერთიანებას ქმნი, მაგ ერთიანობის წევრები მოსკოვში არ უნდა დარბოდნენ. აი,სად არის პროდასავლურობის ღალატი და ვინ არიან პრორუსები, აღარ ვლაპარაკობ მათ თავმჯდომარე პოლკოვნიკ ვაშაძეზე. ამიტომ “ფეისბუქის” პატრონს, თუ ვინც არის, ვურჩევ, რომ ორმხრივად იმოქმედოს ასეთ შემთხვევებში. თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ეს აქედან მიწოდებული ინფრომაცია იყო და ეს ერთ-ერთი ხერხია “ქართულ ოცნებასთან” საბრძოლველად, მაგრამ ეს არ გამოუვათ. ” ფეისბუქმა” რეაგირება გააკეთა იმაზე, რა ინფრომაციაც მიიღო. ისეთი გვერდებია გაუქმებული, რომელტა 90% რეალურია,”- განაცხადა კოპალიანმა

შეგახსნებეთ, 20 დეკემბერს, “ფეისბუქმა” საქართველოში საკუთარი ძირითადი პლატფორმიდან 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22 ანგარიში წაშალა, მთლიანობაში 418 ყალბი ანგარიში გააუქმა.

Bidzina Ivanishvili & Media უარყოფს ინფორმაციას, თითქოს გვერდი „ფეისბუქმა“ გააუქმა

"ეს გვერდი შეიქმნა 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში და მას შემდეგ ფუნქციონირებს „ფეისბუქის“ ყველა წესის დაცვით"

“ფეისბუქის” ადმინისტრაციის განცხადებით, წაშლილი გვერდები მმართველ პარტია “ქართულ ოცნებასთან” იყო დაკავშირებული, თუმცა ისინი თავს სხვა პარტიებად, მედია საშუალებებად, რეალურ ადამიანებად და აქტივისტთა ჯგუფებად ასაღებდნენ.

ოპოზიციის მხრიდან “ფეისბუქზე” ამგვარი “ტროლების” მსხვერპლი ვყოფილვარ – თეა წულუკიანი

 

magti 5g