„ფეისბუქის“ თანამშრომელი მამაკაცები შეძლებენ 4 თვიანი დეკრეტული შვებულება აიღონ, ამის შესახებ The Guardian იუწყება. რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ცოლის მშობიარობის შემდეგ 2 თვიან დეკრეტულ შვებულებას გამოიყენებს.
სიახლით უმეტესად ისარგებლებენ ახალბედა მამები და ერთსქესიან ქორწინებაში მყოფი მამაკაცები აშშ-ს ტერიტორიაზე, აცხადებს კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მატლოფ გოლერი.
„ახალი მიდგომით, გვსურს, ჩვენმა დასაქმებულებმა იგრძნონ კომპანიის თანადგომა. ვცდილობთ, ცხოვრების ყველა ეტაპზე ვიყოთ მათთან ერთად და მიგვაჩნია, რომ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება ამ მხრივ კიდევ ერთი ნაბიჯია,“ – ამბობს გოლერი.
