კიევში რუსი დიპლომატის ავტომობილს თავს დაესხნენ. რუსული მედიის ცნობით, უცნობმა პირებმა ერთ-ერთ შენობასთან გაჩერებულ ავტომობილს ფეკალური მასები შეასხეს და საღებავით შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს.
ავტომობილს დაუზიანეს საბურავები და სარეგისტრაციო ნომრები მოხსნეს.
რუსეთის საელჩო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტის გაგზავნას გეგმავს.
