LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთელმა Mclaren–ის სუპერქარით გაისეირნა და 50 ათასი ევროთი დააჯარიმეს

58
82ea9cfadcc69f8a6d72c6ab03299615fd84ab2d

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი კინგსლი კომანი 50 ათასი ევროთი დააჯარიმეს მხოლოდ იმის გამო, რომ ვარჯიშზე McLaren 570 S–ის საჭესთან მოკალათებული მივიდა. საქმე ისაა, რომ კლუბის ყველა წევრი ვალდებულია მხოლოდ Audi–ს ფირმის ავტომობილებით იმოძრაოს. ეს წესი ვარჯიშზე სიარულისას განსაკუთრებული სიმკაცრით მოქმედებს.

„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ შიდა წესების დარღვევისთვის 50 ათასი ევროს გადახდა მოუწევდათ. 23 წლის კინგსლიმ კლუბს და Audi–ს მოუბოდიშა და დანაშაულის გამოსყიდვის პირობაც დადო. სპორტსმენს დიდი იმედი აქვს, რომ ჯარიმას თავს აარიდებს.

რაც შეეხება ვალდებულებას, საქმე ისაა რომ Audi 2002 წლიდან „ბაიერნის“ სპონსორია და ეს ფაქტი ფეხბურთელებს გარკვეულ მოვალეობებს აკისრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები