LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთის ფედერაციამ 8 მილიონი გაისტუმრა, დარჩენილ 9 მილიონს გაისტუმრებს

65

განვლილი წელიწადნახევრის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციამ 8 მილიონი ლარი ვალის გასტუმრება მოახერხა და დარჩენილ 9 მილიონ ლარსაც ეტაპობრივად გავისტუმრებთ, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის 27-ე ყრილობის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც კობიაშვილმა აღნიშნა, ფეხბურთის ფედერაციას 17 მილიონი ლარი ჰქონდა როგორც საშინაო, ასევე საგარეო ვალის სახით.

ამასთან, კობიაშვილის თქმით, აღნიშნული საფინანსო ვალდებულებების გასტუმრების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციას მიეცემა მეტი შესაძლებლობა, რათა არსებული რესურსი სხვადასხვა პროექტების დაფინანსების მიმართულებით გამოიყენოს.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოში ფეხბურთის განვითარების კუთხით სხვადასხვა მიმართულებები განიხილა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველოში ფეხბურთელთა რიცხვი 8 ათასით გაიზარდა.

“მოყვარულთა ლიგის ხარჯზე ბოლო წელიწადში ფეხბურთელთა რიცხვი 8 ათასით გაიზარდა. აღნიშნულ მოყვარულთა ლიგაში ჩართულია სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 300-ზე მეტი გუნდი, ასევე ფეხბურთელთა რაოდენობის ზრდა მოხდა ფუტსალისა და ქალთა ფეხბურთის განვითარების ხარჯზე”, – განაცხადა კობიაშვილმა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კრიტიკა, რომელიც ისმის, ქართული გუნდების მიერ ევროთასებზე დაფიქსირებული შედეგების გამო, მისაღებია და მიზანი უნდა იყოს სამომავლოდ, რომ აღნიშნული გამოსწორდეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 27-ე ყრილობაზე განიხილეს ასევე დღის წესრიგით გაწერილი საკითხები, ასევე დელეგატებმა მოისმინეს პრეზიდენტის მოხსენება. ყრილობას დაესწრო უეფასა და ფიფას სპეციალური წარმომადგენლები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g