LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფეხბურთზე პატარა ასაკიდანვე შეყვარებული იყო. Მახსოვს, თავიდან ჩემპიონატებს ერთად ვუყურებდით – Მჯერა, დღევანდელი გამარჯვებით უზომოდ გახარებული იქნები“ – შოვის ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

293
დათო ბერიაშვილი და ია მერებაშვილი

შოვის ტრაგედიის დროს დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა, ია მერებაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მის შვილს სპორტი და განსაკუთრებით ფეხბურთი პატარა ასაკიდან უყვარდა:

„დათოსნაირად სპორტი ბევრს არ უყვარს. ფეხბურთზე პატარა ასაკიდანვე შეყვარებული იყო. Მახსოვს, თავიდან ჩემპიონატებს ერთად ვუყუებდით. Მერე ჩემმა ძმამ თბილისში დინამო სტადიონზე წაიყვანა. იქაური შთაბეჭდილებით სავსე პატარა დათოს აღფრთოვანებული სახის ყურებას არაფერი მერჩივნა.

Ჩემი თანამშრომლის შვილები თბილისში დადიოდნენ ფეხბურთის სკოლაში. Მაშინ დათოს ემოციებს ვუზიარებდი მაიას, ის კი თავისი შვილების ამბებს მიყვებოდა. და მათი შემართებაც მახსოვს, სპორტულ სკოლაში სწავლისას.

ჯანმრთელობის გამო დათო ვერ იყო ფიზიკურად აქტიური, მაგრამ ოცნებას არ წყვეტდა ფეხბურთზე. ერთხელ ისიც კი მითხრა, ფეხბურთელი თუ არა, სპორტული კომენტატორი მანც გავხდებიო.

Მჯერა, დღევანდელი გამარჯვებით უზომოდ გახარებული იქნები“. – წერს ია მერებაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს – ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს პენალტების სერიაში 4:2 სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

Დათოსნაირად სპორტი ბევრს არ უყვარს. Ფეხბურთზე პატარა ასაკიდანვე შევარებული იყო. Მახსოვს, თავიდან ჩემპიონატებს ერთად…

Posted by Ia MerebaSvili on Tuesday 26 March 2024
mazda magti 5g