LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხსაცმელმა, რომლითაც ქუჩაში დადიხართ, შესაძლოა COVID19-ით ინფიცირება გამოიწვიოს

4744
covid19-worldnews

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ COVID19-ის ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე შესაძლოა ფეხსაცმლით გადავიდეს. განსაკუთრებით ფეხსაცმელი საშიში ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი სუპერმარკეტებსა და ხალხმრავალ ადგილებს სტუმრობს. ინფორმაციას გამოცემა „დეილი მეილი“ ავრცელებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ  ბაქტერიამ შესაძლოა რამდენიმე საათი დაჰყოს მიწის ზედაპირზე და მალევე გადავიდეს ფეხსაცმელზე, იქ კი რამდენიმე საათის მანძილზე იცოცხლოს. როგორც წესი, ფეხსაცმელი სინთეტიკური მასალისგან იკერება, ეს უკანასკნელი კი ბაქტერიის ყველაზე კარგი მიმღებია. ახალი კვლევა ავსტრალიელებზე დაკვირვებით ჩატრადა, სადაც ვირუსის გარედან სახლში გავრცელების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა. ჯამში ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობამ დღიურად 190 ადამიანს  გადააჭარბა.

ახალი კვლევა სამედიცინო ჟურნალში ,,მედიცინის ჟურნალი” დაიბეჭდა, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსი ფეხსაცმლის ზედაპირზე შესაძლოა, 24 საათიდან 3 დღემდე გაჩერდეს. ამიტომ სპეციალისტები მკაცრ რეკომენდაციებს გასცემენ. მათი თქმით, სახლში მისვლისთანავე უნდა მოხდეს ფეხსაცმლის განიავება და მისი იზოლირება. ასევე სახლში მისვლითანავე სპირტიანი ხსნარით უნდა დამუშავდეს კარები, სახელურები, ტელეფონი  და კომპიუტერის კლავიატურა.

მედიცინის ექსპერტი მისურის შტატიდან მერი შმიდტი ამბობს, რომ ბაქტერია სახლის პირობებში სასათბურე პირობებშია და ამიტომ სინთეტიკური მასალისგან შეკერილი ფეხსაცმელი ინფიცირების წყაროს წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g