LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხშიშველები და უდარდელები – რამი მალეკისა და ემა ქორინის სასიყვარულო ვოიაჟი რიო-დე-ჟანეიროში

261
page

„ბოჰემური რაფსოდიისა“ და „გვირგვინის“ ვარსკვლავები, რამი მალეკი და ემა ქორინი დაინიშნნენ. აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც პაპარაცებმა 28 წლის ქორინი ნიშნობის ბეჭდით გადაიღეს.

სულ ცოტა ხნის წინ კი შეყვარებულები ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს სანაპიროზე გადაიღეს. ისინი საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ. წყვილი ფეხშიშველი, უდარდელად მიაბიჯებდა სანაპიროზე. ამ დღეს რამი კრემისფერ სამოსში იყო გამოწყობილი, ემას კი ლურჯი შორტი ამშვენებდა.

რამი მალეკი და ემა ქორინი დაინიშნნენ

„ფრედი მერკური“ „პრინცესა დაიანას“ გაუმიჯნურდა – რამი მალეკისა და ემა ქორინის რომანი დადასტურდა

ცნობისთვის ფრედი მერკურის როლის შემსრულებელი, ოსკაროსანი რამი მალეკი საცოლეს, ლუი ბოინტონს გასულ წელს დაშორდა. მალევე ცნობილი გახდა, რომ მალეკი ემა ქორინს ხვდებოდა, რომელმაც პრინცესა დაიანას როლის შესრულებისთვის „ოქროს გლობუსის“ პრიზი  მიიღო. წყვილმა ერთად ცხოვრება გასულ წელს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები