LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი და ლგბტ აქტივისტები ონლაინაქციას აანონსებენ

148

ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები ონლაინ აქციას აანონსებენ. ინიციატივის ავტორია ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი. სოციალურ ქსელში შეიქმნა გვერდი სახელწოდებით, “საქართველოს წმინდა პარლამენტი.”

აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ მხარდამჭერებს, იმის გამო, რომ პარლამენტთან ფიზიკურად მისვლის უფლება ეზღუდებათ, 19:00 საათზე, თავი საქართველოს პარლამენტთან მოინიშნონ.

“ჩვენ, ლგბტ თემის წევრები, ქვიარ ადამიანები და მათი მხარდამჭერები, 19:00 საათზე, ონლაინ აქციას ვიწყებთ! თუკი პარლემენტთან ფიზიკურად მისვლის უფლება გვეზღუდება, ჩვენ ონლაინ სივრცეში, იმავე დროს, საქართველოს პარლამენტთან მოვინიშნებით,” – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g