კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში ზოგიერთი ბიზნესსაქმიანობა ნოემბრის ბოლოდან შეზღუდულია.
შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, რეგულაციებთან დაკავშირებით დღემდე 47 ათასზე მეტი კომპანია შემოწმდა.
მოლები და ბაზრობები 1-ლი თებერვლიდან გაიხსნება, ტრანსპორტზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ
რაც შეეხება ბოლო დღე-ღამის განმავლობაში არსებულ მონაცემებს, ბექა ფერაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში 318 ობიექტი პრევენციის მიზნით რეგულაციებთან დაკავშირებით ზეპირსიტივერად გააფრთხილეს.
“გასული 24 საათის განმავლობაში შემოწმდა და 318 ობიექტი და გაიცა პრევენციის მიზნით ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება. ზოგად სტატისტიკას, რაც შეეხება 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის 12 იანვრის საანგარიშო პერიოდში შემოწმდა 47 435 კომპანია, ამათგან 25 913 კომპანიის მიმართ განხორციელდა ცნობიერების ამაღლება იმისთვის, რომ რეკომენდაციების დაცვა მაქსიმალურად იყოს გააზრებული”. – განაცხადა ფერაძემ.