LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერდინანდ პორშეს შვილიშვილი სკანდალური კერძო გვირაბის გამო ვილას ყიდის

109
ქირიას NEWS შაბლონი

Porsche-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და კომპანიის ერთ-ერთმა თანამფლობელმა, ვოლფგანგ პორშემ, რომელიც ფერდინანდ პორშეს შვილიშვილია, ზალცბურგში მდებარე თავისი ისტორიული ვილა Paschinger Schlössl გასაყიდად გამოიტანა. გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად იქცა საზოგადოებრივი კრიტიკა, რომელიც კერძო მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობის გეგმას მოჰყვა.

სასახლე უძრავი ქონების ფრანგულ პლატფორმაზე 12,7 მილიონ ევროდ იყიდება. ხოლო, ვოლფგანგ პორშემ ეს ქონება ექვსი წლის წინ 8,4 მილიონ ევროდ შეიძინა.

პორშე გეგმავდა დაახლოებით 500 მეტრიანი კერძო გვირაბის აშენებას, რომელიც კაპუცინერბერგის ბორცვს გაივლიდა და პირდაპირ მის ვილამდე მიიყვანდა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 10 მილიონ ევროდ იყო შეფასებული.

ამ ინიციატივას ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოს დამცველები და რამდენიმე პოლიტიკოსი აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან სამშენებლო სამუშაოები ზალცბურგის ისტორიულ ნაწილს შეეხებოდა, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. მიუხედავად საპროტესტო გამოსვლებისა, ქალაქის კომიტეტმა პროექტი გასული წლის სექტემბერში ოფიციალურად დაამტკიცა.

საინტერესოა, რომ ვილის გაყიდვის განცხადებაში დამტკიცებული კერძო გვირაბის პროექტი ობიექტის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად არის წარმოდგენილი. ამასთან, ვოლფგანგ პორშეს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ვილის გაყიდვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ამ პროექტის ირგვლივ განვითარებული ხანგრძლივი დავა გახდა.

აღსანიშნავია, რომ 83 წლის ვოლფგანგ პორშე 2007 წლიდან Porsche-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები