LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერმა და თანამედროვე ტექნოლოგიები – სტუმრად ფერმაში (ვიდეო, ფოტო)

იმ ფონზე, როცა სოფლად გლეხებს სიახლეების მიღება უჭირთ და ბევრ მათგანს საქონლის იდენტიფიკაციაც კი აშინებს, ფერმერთა ნაწილი უცხო ქვეყნის გამოცდილებას უკვე საკმაოდ ეფექტიანად იყენებს. ისინი ფერმის მართვის ტრადიციული მეთოდიდან ინტენსიურ მეთოდზე გადავიდნენ, რაც ბაგური კვების სისტემას; ხელოვნურ განაყოფიერებას; მექანიზებულ საწველ სისტემას (საწველი დარბაზი) და ავტომატიზირებული რაციონის მომზადებას გულისხმობს.

როგორც ფერმერები ამბობენ, ინტენსიურ მეურნეობას ხარჯები უფრო მაღალი აქვს, თუმცა მათი შემოსავალებიც მაღალია.

შედარებისთვის, ინტენსიური მართვის მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, ერთი მეწველი ძროხის პროდუქტიულობა 12-16 ლიტრ რძეს შეადგენს, მაშინ, როცა ტრადიციული ფერმის შემთხვევაში, პროდუქტიულობა ორჯერ ნაკლებია და ნაკლებად სტაბილურიცაა.

 

მექანიზირებული დანადგარი, რომელიც ძროხას ასუფთავებს

 

 

ჰოლშტეინის მაღალპროდუქტიული ჯიშის ძროხები, რომლითაც ფერმერები ადგილობრივი ძროხების ჩანაცვლებას ცდილობენ

 

ჰოლშტეინის ჯიშის ძროხა

 

საწველი დარბაზი მექანიზირებული საწველი სისტემით

დანადგარი საწველ დარბაზში, რომელიც ავტომატურად ზომავს რძის რაოდენობას და ტემპერატურას. (არსებობს მსგავსი დანადგარები, რომლებიც რძეში პროტეინის და ცხიმის შემცველობასაც აჩვენებს)

 

საწველი დარბაზი

 

 

 

ნაკელის გატანის სისტემა

 

თაკო ივანიაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g