LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari-მ ახალი კუპე წარმოადგინა

28

კომპანიამ Ferrari, სპეციალურად საკუთარი კლიენტისთვის, უნიკალური სუპერქარი წარმოადგინა.

კუპე 458 Italia – სწორედ ასე ჰქვია მოდელს, რომელიც 20 ცილინდრიანი გამწევითაა აღჭურვილი. ავტომობილის რამდენიმე ფოტო სოციალურ ქსელ Instagram-ში გავრცელდა მომხმარებლისგან Greg23. (პოსტის ნახვა შეგიძლიათ აქ)

აღსანიშნავია, რომ გამოსახულებებზე ,,ლამაზმანი” წითელი გადასაფარებლითაა დაფარული და მისი ვიზუალური მხარე კვლავ გასაიდუმლოებული რჩება, ისევე როგორც მისი მფლობელის ვინაობა.

Formula-ს ერთ-ერთმა მონაწილემ FerrariChat-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს სწორედაც რომ დამოუკიდებელი მოდელია და არა სხვა სუპერქარის მოდიფიკაცია.

იგივე დაამოწმა ფოტოს აღწერაში ავტორმაც სოციალურ ქსელ Instagram-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები