გიორგი სიგუა მაკედოონიდან საქართველოში გვიან ღამით დაბრუნდა. “ჯემ ფესტის” დამფუძნებლის განცხადებით, მათ ბევრი ფინანსური პრობლემა შეექმნათ, რაზეც რამდენიმე დღეში საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
სიგუას თქმით, ფესტივალზე დასაქმებულები კუთვნილ თანხებს მიიღებენ.
“ბევრი მიზეზის გამო, ძალიან ბევრი ფინანსური პრობლემა შეგვექმნა. ამ დღეებში პრესკონფერენცია გვექნება და ყველაფერს მოვყვებით. გვაქვს ფინანსური სირთულეები, თუმცა პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ძალიან ბევრს შეძლებისდაგვარად გადავუხადეთ კუთვნილი თანხა და უკლებლივ ყველა მიიღებს,” – განაცხადა სიგუამ.