LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიატის მემკვიდრეს საკუთარი გატაცების შესახებ ბრალდება მოუხსეს

82

ნიუ-იორკის პროკურატურამ კონცერნ Fiat-ის უმსხვილესი აქციონერის, ჯანი ანიელის შვილიშვილს ლაპო ეკლანს ბრალდება მოუხსნა. ცოტა ხნის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის მემკვიდრე საკუთარი თავის გატაცებაში იყო ბრალდებული. 39 წლის ელკანმა მეგობართან ერთად მანჰეტენზე ორ დღიანი წვეულება მოაწყო, რომელშიც დიდი დოზით ფიგურირებდა ნარკოტიკი და ალკოჰოლი, ორი დღის შემდეგ მეგიბრებს თანხა გაუთავდათ, გამოძიების ვარაუდით ელკანმა საკუთარი გატაცება ნათესავებისთვის ფულის გამოძალვის მიზნით გაითამაშა. ელკანის ოჯახმა თანხა დათქმულ ადგილზე მიიტანა, თუმცა პოლიციას მაინც შეატყობინა.

პროკურატურაში აღნიშნეს, რომ ელკანის საქმე სასამართლომდე აღარ მივიდა, თუმცა გამოძიების დასრულების მიზეზებზე არ საუბრობენ.

სამართალდამცავმა ორგანოებმა თანხის გადაცემის ადგილზე ჩასაფრება მოაწყვეს და აღმოაჩინეს, რომ თანხის ასაღებად თავად ”გატაცებული” მეგობართან ერთად მივიდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება.

2000-იანი წლების დასაწყისში ლაპო ელკანი კომპანია Fiat-ის მარკეტინგით იყო დაკავებული, ამის ემდეგ კი საკუთარი კომპანია Italia Independent ჩამოაყალიბა, რომელიც სათვალეების წარმოებით არის დაკავებული. ელკანი ასევე Ferrari-ის დირექტორთა საბჭოს წევრიც არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები