LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს როგორ არის გერმანულად? მე, როგორც რიცხვების მოყვარულმა ადამიანმა, გადავამოწმე – გიორგი ქადაგიძე გერმანიის ელჩს ეხმაურება

343
ipiccy_image

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მან გერმანელი ინვესტორების „ბედნიერების დონე“ ოფიციალური სტატისტიკებით გადაამოწმა.

„საინვესტიციო გარემო საქართველოში საერთო ჯამში კარგია, გერმანელი ბიზნესმენები საქართველოში მიმდინარე აქტვივობებით ძალიან ბედნიერები არიან“,- ორი დღის წინ განაცხადა გერმანიის ელჩმა ბატონმა ჰუბერტ ქნირშმა.

მე, როგორც მათემატიკის და რიცხვების მოყვარულმა ადამიანმა, გადავამოწმე გერმანელი ინვესტორების ბედნიერების დონე, გამოხატული მათ მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით. გერმანიიდან ინვესტიციების წლიური მაქსიმუმი დაფიქსირდა 2012 წელს, 142 მილიონი დოლარი. მას შემდეგ 2013-2021 წლებში, სულ ქვეყანაში განხორციელდა 92 მილიონი დოლარის წმინდა ინვესტიცია. ანუ, 9 წელიწადში ჯამში, ლამის ნახევარი, რაც მხოლოდ 2012 წელს.

ჰოდა, „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს” როგორ არის გერმანულად?“, – წერს გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g