LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფა მოპარული მილიონების დაბრუნებაში აშშ-ს დახმარებას თხოვს

57

ფიფამ დახმარებისთვის აშშ-ს მიმართა, რათა ჩინოვნიკების მიერ მითვისებული მილიონები დაიბრუნოს.
ჯანი ინფანტინო შტატების სამართალდამცავი სისტემის ძლევამოსილების იმედზეა.

”ფული, რომელიც მათ ჩაიჯიბეს, მსოფლიო ფეხბურთს ეკუთვნოდა და მისი განვითარებისთვის იყო განკუთვნილი. ფიფას სურს ამ ფულის დაბრუნება და წარმატების მიღწევას ვგეგმავთ”, – განაცხადა ახალგამომცხვარმა პრეზიდენტმა.

როგორც ფიფას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ტექსტში წერია, ფიფა ასევე აპირებს ის 28 მილიონი დოლარი დაიბრუნოს, რომელიც ჩინოვნიკებმა ხელფასის, დახმარებების და ბონუსების სახით მიიღეს. ამიტომ ფიფამ დახმარებისთვის აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა, რომელიც მათ კორუფციულ საქმეებს იძიებს.

შეგახსენებთ, 2015 წლის მაისში ციურიხში კორუფციის ბრალდებით ფიფას მთელი რიგი ჩინოვნიკები დააკავეს, სულ ბრალი 41 თანამშრომელს წაუყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები