LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფა მორიგ რევოლუციაზე ფიქრობს: პენალტები ჯგუფურ ეტაპზე

68

ფიფა ფიქრობს მსოფლიოს ჩემპიონატებზე მატჩების ფრედ დასრულების შემთხვევაში პენალტების სერიის გამოყენებას, – წერს ბრიტანული გაზეთი „სანი“.

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ჯერ ისევ იმედოვნებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა რიცხვი 32-დან 48 ნაკრებამდე უკვე 2022 წლის პირველობაზე გაიზრდება. ნაკრებებს დაყოფენ 16 ჯგუფად, თითოში სამი გუნდი იქნება. თუ ეს მოხდება, გაიზრდება ალბათობა იმ სიტუაციისა, რომლის დროსაც, ჯგუფურ ეტაპის ბოლო ტურში, პლეი ოფში გასასვლელად გუნდებს ფრეც ეყოფათ.

ამასთან დაკავშირებით, ფიფა განიხილავს პენალტების სერიის შემოღებას ჯგუფურ ეტაპზე მატჩების ფრედ დასრულების შემთხვევაში. ამ წესის მიხედვით, ფრესთვის გუნდები თითო ქულას მიიღებენ, კიდევ ერთი ქულა კი პენალტების სერიაში გათამაშდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები