ფიფამ 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე ნომინანტები დაასახელა. მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი უწყების მიერ 24 ფეხბურთელი შეირჩა და მათგან ერთი მოიპოვებს საუკეთესოს წოდებას.
სიაში ყველაზე მეტი, 6 წარმომადგენელი მადრიდის “რეალს” ჰყავს, რაც ბუნებრივიცაა – “სამეფო კლუბს” ტრიუმფალური სეზონი ჰქონდა.
“საუკეთესოს” შორტლისტი ასე გამოიყურება:
პიერ-ემერიკ ობამეიანგი (ბორუსია), ლეონარდო ბონუჩი (მილანი/იუვენტუსი), ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), დანიელ კარვახალი (რეალი), კრიშტიანო რონალდო (რეალი), პაულო დიბალა (იუვენტუსი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ედენ აზარი (ჩელსი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნაიტედი), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ნ’გოლო კანტე (ჩელსი), ტონი კროოსი (რეალი), რობერტ ლევანდოვსი (ბაიერნი), მარსელო (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუკა მოდრიჩი (რეალი), კეილორ ნავასი(რეალი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ნეიმარი (ბარსელონა/პსჟ), სერხიო რამოსი (რეალი), ალექსის სანჩესი (არსენალი), ლუსი სუარესი (ბარსელონა), არტურო ვიდალი (ბაიერნი).
საუკეთესო მწვრთნელის სახელისთვის თორმეტი სპეციალისტი იბრძოლებს:
მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი), კარლო ანჩელოტი (ბაიერნი), ანტონიო კონტე (ჩელსი), ლუის ენრიკე (ბარსელონა), ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი), ლეონარდუ ჟარდიმი (მონაკო), იოაჰიმ ლოვი (გერმანიის ნაკრები), ჟოზე მოურინიო (მანჩესტერ იუნაიტედი), მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი), დიეგო სიმეონე (ატლეტიკო), ტიტე (ბრაზილიის ნაკრები), ზინედინ ზიდანი (რეალი).
ფიფას გალა დაჯილდოვება 23 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.