LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილარმონიის წინ გია ჭირაქაძის ვარსკვლავი გაიხსნება

102

საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით 21 სექტემბერს, 20:00 საათზე ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნება დამსახურებული სახალხო არტისტის, ანსამბლ ,,ქართული ხმების’’ დამფუძნებლის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, ყოფილი ტელეწამყვანის და პირველი ქართველი შოუმენის გია ჭირაქაძის ვარსკვლავი. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.

გია ჭირაქაძეს 21 სექტემბერს 79 წელი უსრულდება. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე შემოქმედებითი-საიუბილეო კონცერტი გაიმართება, რომელსაც თავად იუბილარი გაუძღვება. საღამოში მონაწილეობენ ანსამბლი „ქართული ხმების“ ორი თაობა, ნანი ბრეგვაძე, ირმა სოხაძე, ნანული აბესაძე, ოთხი გია, თბილისური კვარტეტი, კონსერვატორიის სექსტეტი, თამრიკო ჭოხონელიძე, მაია ჯაბუა, ეკა მამალაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნათია პერანიძე, მარიკო ებრალიძე, მაკა ზამბახიძე, დათო ნოზაძე, დავით მიზანიშვილი და მისი ბენდი.

გია ჭირაქაძე წლების განმავლობაში იყო ანსამბლ ,,ქართული ხმების“, შემდეგ უკვე ანსამბლ ,,დიელოს’’ წევრი. 18 წელი იმუშავა ტელევიზიაში. მის სახელს უკავშირდება შოუმენის კულტურის დამკვიდრება საქართველოში. 2014 წელს კი მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g