რუსული ესტრადის ვარსკვლავი, ფილიპ კირკოროვი, ბოლო პერიოდში სკანდალებში გაეხვია. ჯერ იყო „შიშველი წვეულება“, რის გამოც კირკოროვს სახალხო არტისტის ტიტულის ჩამორთმევით დაემუქრნენ, ახლა კი საქმე მის საახალწლო კონცერტებს ეხება. რუსული მედია წერს, რომ „ვულგარული და შეუფერებელი“ გამოსვლების გამო, ესტრადის მეფის ბევრი სცენა სატელევიზიო ეთერებიდან საერთოდ ამოჭრეს. ამ ფაქტმა რუსი მომღერალი და კრემლის პროპაგანდისტი ძალიან გააბრაზა.
ფილიპ კირკოროვის პროდიუსერი არ მალავს, რომ მომღერალი შესაძლოა, რუსეთიდან გაიქცეს. ევგენი კობილიანსკი ამბობს, რომ კირკოროვი ადვილად ააწყობს კარიერას ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გამოცემა news.ru წერს, რომ კირკოროვი სავარაუდოდ, გერმანიაში გადასახლდება.
„ფილიპ კირკოროვი გაუშვით ფრონტზე გამჭვირვალე კოლჰოტებით“ – მაქსიმ გალკინი რუსებს მიმართავს