LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილიპინების მთავრობამ 5 მილიონი ევროს ღირებულების ავტომობილები გაანადგურა

60

ფილიპინების მთავრობამ 5 მილიონი ევროს ღირებულების ავტომობილები გაანადგურა. ხელისუფლება ძველ ჩვევებს არ ღალატობს და ძვირადღირებული ავტომობილები კიდევ ერთხელ დაამტვრია, ამასთან ეს ყველაფერი გადაიღო და კადრები საჯაროდ გაავრცელა.

საქმე ისაა, რომ უძვირფასესი მოდელები ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიყვანეს და მთავრობაც სწორედ ამ კანონდარღვევას ებრძვის. ამჯერად ტრაქტორის ქვეშ 60 სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის Lamborghini, Porsche, Mercedes-Benz და რამდენიმე მოტოციკლეტი მოხვდა. ჩამორთმეული ტექნიკის საერთო ღირებულება 5 მილიონი ევრო იყო. ფილიპინების პრეზიდენტი კორუფციასა და დანაშაულს ყოველთვის განსაკუთრებულად ებრძოდა და ავტომობილების განადგურებაც სწორედ მისი პირადი ბრძანებით მოხდა.

შეგახსენებთ, რომ წინა ჯერზე 20 ძვირფასი ავტომობილი გაანადგურეს და მათი საერთო ღირებულება 1,2 მილიონი დოლარი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები