LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილიპინებზე წყალდიდობასა და მეწყერებს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

64
skynews-philippines-megi_5737099

ფილიპინების სამხრეთ პროვინციებში წყალდიდობასა და მეწყერებს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ BBC წერს.

სტიქიები ძლიერმა ტროპიკულმა შტორმმა გამოიწვია.

ტროპიკულ შტორმი „ნოგი“ ჩრდილოეთით, დედაქალაქი მანილასკენ გადაადგილდება. უამინდობას ყველაზე დიდი მსხვერპლი მაგინდანაოს პროვინციაში, მინდანაოს კუნძულზე მოჰყვა. დაიტბორა ქალაქი კოტაბატო და მისი მიმდებარე ტერიტორიები.

ცნობისთვის, ყოველწლიურად, ფილიპინებზე, 20-მდე ტაიფუნს ან ტროპიკულ შტორმს აღწერენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g