მას შემდეგ, რაც 81 წლის რობერტ დენირომ ქალიშვილის შეძენით მსოფლიო შოკში ჩააგდო, მალე 2 წელი გავა. მისი და ტიფანი ჩანის საერთო ქალიშვილი, ჯია სულ ორი წლის გახდება.
რობერტ დენირომ ახლახან, იშვიათ ინტერვიუში ოჯახსა და პატარა ქალიშვილზე ისაუბრა. როგორც ჩანს, ის ჯაისთან საკმაოდ დიდ დროს ატარებს და მის აღზრდაში აქტიურადაა ჩართული.
„ფილმებზე მეტად, ანიმაციურ ფილმებს ვუყურებ. მართლა ყველანაირად ვცდილობ, კარგი მამა ვიყო. ოჯახი, ეს ძალიან რთულია… იმედი მაქვს, რომ ჩემი ყველა შვილი ბედნიერი იქნება“, – აცხადებს 81 წლის ლეგენდარული მსახიობი, რომელიც 7 შვილის მამაა.
81 წლის რობერტ დენირო, 36 წლით უმცროს რჩეულთან ერთად, პოლ მაკარტნის კონცერტზე იმყოფებოდა
რობერტი, ტიფანი და პატარა ჯია – 80 წლის დენიროს უახლესი ფოტოები


