LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმის კასტინგის გამო კვენტინ ტარანტინოს სექსისტი უწოდეს

88

კვენტინ ტარანტინოს, რომელიც ცნობილია სისხლიანი და შავი იუმორის მქონე ფილმების სიყვარულით, სექსისიტი უწოდეს. ყველაფერი კი თავისი ახალი ფილმის კასტინგის გამო. რეჟისორმა გამოაქვეყნა მოთხოვნების სია, რასაც როლზე მისული ქალბატონები უნდა აკმაყოფილებდნენ: კასტინგში მონაწილეობა შეუძლიათ ქალებს 18-დან 35 წლამდე, ნატურალური მკერდითა და ბუნებრივი ფერის თმით. მკერდის ზომა – 2-დან 8-მდე, ხოლო მას შემდეგ, რაც ქალბატონები ელექტრონული ფოსტით საკუთარ ფოტოებს გააგზავნიან, შეტყობინების ველში უნდა ჩაწერონ „მეძავი“.

რომელი ფილმისთვის მიმდინარეობს შერჩევა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ პროექტის სცენარისტი თავად ტარანტინო იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები