„სკოლის მასწავლებლების დეკრეტული შვებულება 6 თვის ხელფასით დაფინანსდება“ – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენის დროს განაცხადა.
როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, საერთო ჯამში, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 370 მილიონი ლარით გაიზრდება და 2 მილიარდ 550 მილიონ ლარს შეადგენს.
მინისტრის თქმით, სკოლამდელი განათლების დაფინანსება შეადგენს 490 მილიონ ლარს – გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასების 100 ლარით ზრდა.
ლაშა ხუციშვილის თქმით, ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 655 მილიონ ლარს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება:
სტატუსის მქონე მასწავლებელთა, ასევე, სპეც. მასწავლებელთა დანამატის ზრდა 125 ლარით;
სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
სკოლის მანდატურის ხელფასების ზრდა 125 ლარით;
სკოლის ფსიქოლოგებისა და სოც. მუშაკების ხელფასების 10%-იანი ზრდა;
სკოლის მასწავლებელთა დეკრეტული შვებულების 6 თვის ხელფასის დაფინანსება;
მინისტრის განმარტებით, იწყება 500 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 300 მილიონი ლარი.
შეგახსენებთ, დღეს ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.
რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლის დროს, ვრცლად წაიკითხავთ აქ:
ფინანსთა მინისტრი: 2023 წელს კაპიტალური პროექტები 6 მილიარდ ლარზე მეტით დაფინანსდება
რუსეთის წილი, როგორც ტურიზმში, ასევე ექსპორტში შემცირებულია – ფინანსთა მინისტრი
