“საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%,”-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მინისტრი აღნიშნავს, რომ დეტალებზე ხვალ ისაუბრებს. ამასთან, ის მადლობას უხდის პროცესში ჩართულ საერთაშორისო და ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებს.
„მადლობას ვუხდი ტრანზაქციაში მონაწილე ყველა საერთაშორისო (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard) და ადგილობრივ (TBC Capital და Galt & Taggart) საინვესტიციო ბანკს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტრანზაქციის აღნიშნული ეტაპის წარმატებით განხორციელებაში. ხვალ მედიასთან დეტალურად ვისაუბრებ ამ თემაზე“, – წერს ფინანსთა მინისტრი.
