LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

108
შეხვედრა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის პოპულარიზაციის და ახალგაზრდების დაინტერესების მიზნით, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გაცნობითი და საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ იოსებ ვარძელაშვილმა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა ლევან ძნელაძემ პირველი შეხვედრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართეს.

საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სტუდენტებს სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობასა და შესარჩევი სამეტაპიანი კონკურსის თაობაზე სრული ინფორმაცია მიაწოდეს.

იოსებ ვარძელაშვილმა სტუდენტებს საგამოძიებო სამსახურის მანდატი და სპეციფიკა გააცნო. ლევან ძნელაძემ კი მიმოიხილა საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიული და საგამოძიებო საქმიანობის ძირითადი ასპექტები.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა სტუდენტებმა კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის დანერგვის შემდეგ, საგამოძიებო სამსახურის გუნდს 200-ზე მეტი ახალგაზრდა შეუერთდა.

magti 5g