LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტროში ლარის დამატებით გაუფასურებას არ ელოდებიან

41

ფინანსთა სამინისტროში ლარის დამატებით გაუფასურებას არ ელოდებიან.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის განცხადებით, რეგიონში არსებული ვითარება გასულ დღეებში ლარზე მიზერულად უკვე აისახა, თუმცა დამატებითი რყევების საფრთხე არ არსებობს.

,,იმ გარემოებების დიდი ნაწილი, რომელიც გავლენას ახდენდა ვალუტაზე, მათ შორის, შემოდინების ნაკლებობა და ასე შემდეგ, მთლიანად ასახულია. ასევე ჩვენ ვნახეთ, რომ მიზერული გაუფასურება მოხდა ბოლო დღეებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დამატებით კიდევ რამეს უნდა ველოდოთ”, – განაცხადა კაკაურიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g