LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტროში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უწყების თანამშრომელი გარდაიცვალა

155
Untitled design (5)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შენობაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამინისტროს თანამშრომელი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს:

“საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სახაზინო სამსახურის თანამშრომლის, ბატონი არჩილ ჩაჩანიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

არჩილ ჩაჩანიძე დღეს მოულოდნელად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც სამინისტროში ამბობენ, გარდაცვალების მიზეზს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g