LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინელებმა 100 წლამდე სიცოცხლეს მოუხშირეს

108
onnellinen

ფინეთში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს 100 წლამდე. 2023 წლის ბოლოს 100 და მეტი წლის 1153 ადამიანი ფიქსირდებოდა. შედარებისთვის: 10 წლის წინ ასეთ ხანდაზმულთა რიცხვი 337 იყო, 50 წლის წინ კი მხოლოდ – 28. სიახლის შესახებ mtv uutiset წერს.

ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერები ამ ფაქტს ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას უკავშირებენ. მედიცინა ვითარდება, ასაკოვანი ადამიანების მოვლის ხარისხიც იმატებს.

საინტერესოა, რომ ხანდაზმულთა შორის მხოლოდ ყოველი მეექვსეა მამაკაცი და სხვა ქვეყნებშიც ანალოგიური სურათია. როგორც გერმანულ-ავსტრიული პროექტის Klosterstudie-ს მკვლევრებმა დაადგინეს, ქალები ცხოვრების პოტენციალს მაქსიმალურად იყენებენ, ხოლო მამაკაცები ხანგრძლივი ცხოვრების შანსებს თავადვე იმცირებენ. საუბარი მავნე ჩვევებისადმი მიდრეკილებასა და არაჯანსაღ საკვებზეა. გარდა ამისა, მამაკაცებს ექიმებიც ნაკლებად უყვართ და თავის როლს თამაშობს ასევე ჰორმონი ტესტოსტერონი, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე ახდენს გავლენას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები