LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთის პრემიერისგან ჩვენს მისწრაფებაზე მხარდაჭერა მოვისმინე, დარწმუნებული ვარ, ევროპული საბჭოს ფორმატში მისგან დადებითი ხმა გვექნება: პაპუაშვილი

67
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ფინეთის პრემიერ-მინისტრ სანა მარინს შეხვდა.

მოგვიანებით პაპუაშვილმა შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით ფინეთის მხრიდან მხარდაჭერა აქვს:

“ძალიან მნიშვნელოვანი დღე და შეხვედრები იყო. შეხვედრა გაიმართა ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან, პრემიერ-მინისტრთან, ევროპის საკითხებში მინისტრთან.

ფინეთის მხრიდან საქართველოს კანდიდატობის თაობაზე აქვს მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია, რომ ფინეთი თავად არის მსგავს სიტუაციაში, როგორც საქართველო. თქვენ იცით, მათ განაცხადეს ნატოში გაწევრიანების სურვილი. სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომელზეც თავის განცხადებას აფუძნებს საქართველო, საფრთხეებიდან და რისკებიდან გამომდინარე, რომელიც ფინეთს აქვს მეზობლის მხრიდან, ვფიქრობ, რომ ფინეთში არის შინაგანი სოლიდარობა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ გეოპოლიტიკურად ასეთ რთულ მდგომარეობაში.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო, რომ პრემიერის მხრიდან მოვისმინეთ სიტყვები და მხარდაჭერა ჩვენს მისწრაფებაზე, რომელიც შეეხება ევროკავშირის კანდიდატობას და დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული საბჭოს ფორმატში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ფინეთის პრემიერი, მისი დადებითი ხმა გვექნება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს სკანდინავიის ქვეყნებში მართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g