LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ფინკა ბანკი” მომხმარებელს ყველა ტიპის ანაბარზე კონკურენტუნარიან ტარიფებს სთავაზობს

86

”ფინკა ბანკი”, დეპოზიტების კამპანიის ფარგლებში,  მომხმარებელს ყველა ტიპის ანაბარზე კონკურენტუნარიან ტარიფებს სთავაზობს.  როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, ლარში მაქსიმალურ ვადაზე ტარიფი 13.5%-ია,  დოლარში- 5,5%, ხოლო ევროში- 4%.

გარდა ამისა, როგორც ”ფინკა ბანკში” განმარტეს, მათ აქვთ საბავშვო ანაბარიც, რომელიც ახალი პროდუქტია. ”ამ პროდუქტის მაღალი საპროცენტო განაკვეთით FINCA Bank მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ მათ დაიწყონ დანაზოგის კეთება და თავიანთი შვილების, მომავალი თაობის, უზრუნველყოფილ მომავალს ჩაუყარონ საფუძველი”, – განმარტეს ბანკში.

ცნობისთვის, ”ფინკა ბანკის” დეპოზიტების კამპანია მაისიდან გამოჩნდა მედია სივრცეში ინტერაქტიული ვიდეო-რგოლით. ვიდეოში ჩანს უხილავი კავშირი მეანაბრესა და მსესხებლებს შორის, სადაც შუამავლის ფუნქცია ”ფინკა ბანკს” აქვს აღებული. როგორც ბანკის მარკეტინგის განყოფილებაში აღნიშნეს, მიზანი ისეთი ვიდეო რგოლის შექმნა იყო, რომელიც, ”ფინკა ბანკის” მისიიდან გამომდინარე, ანაბრის ღირებულებას და მნიშვნელობას სხვა რაკურსით წარმოაჩენდა.

”მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ”ფინკა ბანკში” თანხის განთავსებით, მეანაბრე გარდა იმისა, რომ საპროცენტო სარგებელს იღებს, ის ათასობით მცირე თუ საშუალო მეწარმის ბიზნესისა თუ ოჯახის პირობების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. კვლევების მონაცემებს თუ დავეყრდნობით, 80 000-ზე მეტი ადამიანის საარსებო წყარო სწორედ ის ბიზნესია, რომელსაც ”ფინკა ბანკი” საქართველო აფინანსებს, ბანკის კლიენტების 79% სოფლად მცხოვრებია, რომელთაც, პოტენციურად, კვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებაზე არასაკმარისი წვდომა აქვთ.  ”ფინკა ბანკის” ფინანსური მომსახურებით მიკრო მეწარმეებს საშუალება ეძლევათ გაიუმჯობესონ როგორც ბიზნესის, ასევე ოჯახის ფინანსური მდგომარეობა და პირობები.ამის ცოდნა და გააზრება მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ დეპოზიტის სარგებელი, რაც მხოლოდ საპროცენტო სარგებელის მიღებით არ შემოიფარგლება”, – აღნიშნეს ბანკშ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g