LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიორენტინას გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა ერთმანეთს სიყვარული აუხსნეს (ვიდეო)

69

ფლორენციის “ფიორენტინას” გულშემატკივრები საყვარელი გუნდის ახალი წლის პირველ ვარჯიშზე მივიდნენ და ამ მხარდაჭერისთვის ფეხბურთელებისგან სასიამოვნო საპასუხო ნაბიჯიც იხილეს.

“არტემიო ფრანკის” სტადიონზე გამართულ ვარჯიშს 10 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. ქომაგები მღეროდნენ და ფეხბურთელებს ამხნევებდნენ. ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა კი მოედნის ცენტრში გული გამოსახეს, შემდეგ კი ტიფოზებს მაისურებიც აჩუქეს.

წელს “ფიორენტინა” კარგად ასპარეზობს და 17 ტურის შემდეგ ცხრილში მეორე ადგილზეა.

 

 

https://www.youtube.com/watch?v=PvMFbuTR0PI

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები