LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიქსირებულ ინტერნეტზე ყველაზე დაბალი სიჩქარე რეგიონში საქართველოს აქვს

151
ინტერნეტი

ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის (Speedtest by Ookla Global Index) თანახმად, საქართველოს პოზიცია ორი ადგილით გაუარესდა და ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით 178 ქვეყნიდან 129-ე ადგილი დაიკავა.

2023 წლის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტზე ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე 90.93 მბ/წმ, თითქმის 100 მბ/წმ-ია, როცა საქართველოში 26.60 მბ/წმ, რაც ფიქსირებული ინტერნეტის მაღალი ფასითაა გამოწვეული.

საქართველო ფიქსირებული დაბალსიჩქარიანი ინტერნეტის მიხედვით რეგიონში ჩამორჩება, როგორც რუსეთს (58 ადგილი – 85.15 მბ/წმ.), სომხეთს (96 ადგილი – 49.86 მბ/წმ), ისე თურქეთს (109 ადგილი – 39.78 მბ/წმ), და აზერბაიჯანს (115 ადგილი – 35.25 მბ/წმ).

კვლევის მიხედვით, ფიქსირებულ ინტერნეტზე მაღალი სიჩქარით პირველ სამეულში სინგაპური (270.62 მბ/წმ.), ჰონგ კონგი (266.63 მბ/წმ.) და მონაკო (264.97 მბ/წმ.) არიან, ხოლო მობილურ ინტერნეტზე ყველაზე მაღალი სიჩქარე არაბთა გაერთიანებულ საამიროებს (303.21 მბ/წმ.), ყატარს (244.44 მბ/წმ) და კუვეიტს (183.83 მბ/წმ.) აქვთ.

რაც შეეხება მობილურ ინტერნეტს,  საქართველოს პოზიცია, წინა წელთან შედარებით, 6 საფეხურით გაუმჯობესდა და 146 ქვეყნიდან 37.78 მბ/წამიანი მობილური ინტერნეტის სიჩქარით 66-ე ადგილი დაიკავა.

მობილური ინტერნეტის სიჩქარით საქართველო მხოლოდ აზერბაიჯანს (59 ადგილი, 43.80 მბ/წმ.) ჩამორჩება, ხოლო თურქეთს (69 ადგილი – 36.10 მბ/წმ), სომხეთს (92 ადგილი – 26.43 მბ/წმ.) და რუსეთს (99 ადგილი – 24.47 მბ/წმ.) უსწრებს.