საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.9%-მდე გააუმჯობესა. ამის შესახებ სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალ შეფასებაშია აღნიშნული.
Fitch-ის თანახმად, ეს 3.4 პროცენტული პუნქტით მეტია იანვარში გამოქვეყნებულ მაჩვენებელთან შედარებით.
სააგენტომ საქართველოს რეიტინგი უცვლელად BB დონეზე შეინარჩუნა, უცვლელია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი და ის კვლავ „პოზიტიურია“.
წყარო: ბიზნეს პარტნიორი