LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფლორენციაში ფეხბურთის რესტორანი გაიხსნა

52

ფლორენციაში ფეხბურთის რესტორანი Fashion Foodballer გაიხსნა. რესტორანში ლაუნჯ-ბარი და მაღაზიები განთავსდა, სადაც მსურველები ცნობილი ფეხბურთელების პირადი ნივთების შეძენას შეძლებენ. რესტორნის მთავარ დარბაზში კი უზარმაზარი ეკრანი გააკეთეს, სადაც მატჩების პირდაპირ ეთერში ნახვა იქნება შესაძლებელი.

შეფ-მზარეულად ახალგაზრდა ნიკოლას დე რიუ მიიწვიეს პორტოფინოდან (ტოსკანა).
Fashion Foodballer-ის მფლობელები „ფიორენტინს“ ყოფილი ფეხბურთელები ალბერტო ჯილარდინიო და დარიო დაინელი არიან. უცნაური იდეის ავტორი კი ცნობილი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტია, რომელიც ბავშვობაში ფლორენციაში ცხოვრობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები