LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფლორენტინო წაეთრიე: ფანები პერეს-ბენიტესს აუმხედრდნენ

44

მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრებმა „ბარსელონასთან“ სამარცხვინო შეხვედრის შესვენებისას და მატჩის შემდეგ კლუბის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის და მთავარი მწვრთნელის რაფაელ ბენიტესის გაგდება მოითხოვეს.

თავიდან ფანები თეთრ ქაღალდებს აფრიალებდნენ (მატჩის წინ დარიგდა მოზაიკის გასაკეთებლად) და ასე მოუწოდეს ბენიტესს გადადგომისკენ, შემდეგ კი შეძახილები მოაყოლეს: „ფლორენტინო წაეთრიე!“ – იუწყება „მარკა“.

„რეალი“ სიტუაციის ჩაცხრობას იმით შეეცადა, რომ მატჩის შესვენებისას რეკლამა ხმამაღლა ჩართეს, თამაშის შემდეგ კი კლუბის ჰიმნი დაუკრეს.

უშველის თუ არა ეს ხრიკი პერეს-ბენიტესს, ამას უახლოეს ხანში ვნახავთ, ფაქტი კი ის არის, რომ მრავალნახულ მადრიდულ პუბლიკას ამ დუეტის მომავლის ნაკლებად სწამს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები