LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ფორბსმა” გადაფასებული მსახიობები დაასახელა

Camila Alves, Matthew McConaughey and Timothee Chalamet arrive to The 90th Oscars® at the Dolby® Theatre in Hollywood, CA on Sunday, March 4, 2018.

,,ფორბსმა” ყველაზე გადაფასებული მსახიობების სია შეადგინა. რეიტინგის სათავეში მეთიუ მაკკონაჰი მოექცა. ამერიკული ფინანსურ-ეკონომიკური ჟურნალის ვერსიით, მსახიობში დაბანდებული თითოეული დოლარი ერთ დოლარსა და 10 ცენტს შეადგენს.

არაეფექტური ვარსკვლავების მეორე ადგილზე კრისტიან ბეილი დასახელდა. კინოკომპანიებმა მისგან დახარჯულ დოლარზე 1,5 დოლარი მიიღეს.

სამეულს მეთ დეიმონი 3,7 დოლარით ხურავს.

,,ფორბსის” გადაფასებული მსახიობების ჩამონათვალში ასევე რიზ უიზერსპუნი (5,2$), შარლიზ ტერონი (7,9$) და ტომ კრუზი (10,4$) მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამავე გამოცემის საპირისპირო რეიტინგს  ჯერემი რენერი (82,7$), მარკ რუფალო (80$) და ემი ადამსი (69,9$) ლიდერობენ.

საინტერესოა, რომ ჩამონათვალის შედგენისას ფილმის ბიუჯეტი, მსახიობების ჰონორარი და კინოსურათის მოგება გაითვალისწინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები