LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორბსმა“ ტეილორ სვიფტი მილიარდერების სიაში შეიყვანა – ნახეთ სრული სია

148
page

„ფორბსმა“ უმდიდრესი ადამიანების სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტი, ტეილორ სვიფტი მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ის ამ სიაში პირველად შეიყვანეს. მუსიკოსი $1,1 მილიარდს ფლობს. შეგახსენებთ, პოპ ვარსკვლავის მილიარდერობის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, როცა მისი ახალი სტატუსის შესახებ Bloomberg-მა დაწერა.

ცნობისთვის, სვიფტის რიგით მეექვსე ტურნე, The Eras Tour, ისტორიაში პირველი საგასტროლო ტური გახდა, რომლის შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა. ტურნეზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმის შემოსავალმა კი $260 მილიონზე მეტი შეადგინა.

ტეილორ სვიფტის Eras Tour პირველი საკონცერტო ტურნე გახდა, რომლის შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

„ფორბსის“ მილიარდერთა წლევანდელი ათეული ასე გამოიყურება:

  1. ბერნარ არნო და მისი ოჯახი – $233 მილიარდი
  2. ილონ მასკი – 195 მილიარდი
  3. ჯეფ ბეზოსი – 194 მილიარდი
  4. მარკ ზაკერბერგი -177 მილიარდი
  5. ლარი ელისონი – 141 მილიარდი
  6. უორენ ბაფეტი – 133 მილიარდი
  7. ბილ გეიტსი – 128 მილიარდი
  8. სტივ ბალმერი -121 მილიარდი
  9. მუკეშ ამბანი – 116 მილიარდი
  10. ლარი პეიჯი -114 მილიარდი

ტეილორ სვიფტის ალბომმა ჩარტებში ელვის პრესლის რეკორდი მოხსნა!..

„გრემი“ 2024-ის გამარჯვებულები – ლოს-ანჯელესში მუსიკის დღესასწაული შედგა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები